понедельник, 11 апреля 2016 г.

რეფლექსია. დღე მესამე

გავაანალიზეთ ჩვენი საშინაო დავალება, დავაზუსტეთ პროექტის მიზნები, სტანდარტები, დავწერეთ ჩვენი პროექტის მოკლე შინაარსი, შევავსეთ პროექტის შაბლონი(ნაწილობრივ), ვისწავლეთ ფაილის ატვირთვა და გამოქვეყნება, შევადგინეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. შევქმენით ელექტრონული პორტფოლიო. პროექტის პორტფოლიო გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.



რეფლექსია. დღე მეოთხე.


დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ბროშურის შექმნა ცარიელი  ფურცლით და შაბლონით. ვიმუშავეთ ჩვენი პროექტის ბროშურების შექმნაზე, გაუმჯობესებაზე. ვისწავლეთ დამხმარე ინსტრუმენტების შექმნა და გამოყენება. შევადგინეთ კითხვარი გუგლ-დრაივში. ჩვენი შედგენილი კითხვარი ავტვირთეთ, გავაზიარეთ სხვადასხვა ფორმატით, შემდეგ მოვახერხეთ მისი რედაქტირება და კვლავ ატვირთვა...



რეფლექსია. დღე მეხუთე


დღევანდელი დღე მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა--ჩამოვტვირთეთ ჩვენი დაწყებული პროექტი და მოვახერხეთ მისი ყველა პუნქტის შევსება. გავიაზრეთ პროექტის მიმდინარეობა, მისი თითოეული აქტივობა, ეტაპები, შეფასების სქემები, ინსტრუმენტები...  პროექტის გეგმა თითქმის დასრულებულია, თუმცა აღმოჩნდა, რომ სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს: მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი, შეფასების სქემა, კოლეგის შეფასება...

რეფლექსია. დღე მეექვსე


დღეს ჩვენი ტრენინგის ერთ-ერთი თემა მედიარესურსების კრიტიკული შეფასება იყო. შევადარეთ ჩვენი და მოსწავლეების კრიტიკული შეფასების დონე, განვსაზღვრეთ საკუთარი კომპეტენტურობა რესურსების სანდოობის შეფასებისას. ჩამოვაყალიბეთ ინფორმაციის სანდოობის შემოწმების გზები და ხერხები--ფორმალური ინდიკატორები; კრიტიკული აზროვნება; პროპაგანდის ტექნიკა; გამოსახულებები... ვისწავლეთ ჩვენთვის საინტერესო ფოტოს და მისი „ისტორიის“ მოძებნა გუგლის დახმარებით. გავეცანით საავტორო უფლებებს და ლეგიტიმური გამოყენების წესებს...


რეფლექსია. დღე მეშვიდე


ჩვენი ნამუშევრების შემოწმებით დავიწყეთ დღე, დავსვით შეკითხვები და გავასწორეთ დაშვებული შეცდომები... ტრენინგის მომდევნო ნაწილი საპრეზენტაციო პროგრამაზე მუშაობას დავუთმეთ. ვისწავლეთ ეფექტური პრეზენტაციის შექმნისთვის საჭირო ტექნიკური და შინაარსობრივი ხერხები, პრეზენტაციის დოკუმენტში სხვადასხვა მასალის--აუდიო, ვიდეო, როგორც ჩვენი შენახული, ისე ინტერნეტსივრციდან ატვირთვა...



რეფლექსია. დღე მერვე


დღეს  საბოლოო დეტალები გადავამოწმეთ ჩვენი სამუშაოსი---პროექტის  გეგმა, დამხმარე საშუალებები, პრეზენტაცია, ბროშურა... ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე, შეფასების სქემაზე. დავაზუსტეთ  ჩვენი  პრეზენტაციის ( მომავალი ტრენინგის) მოთხოვნა, საჭიროებები... მივიღეთ რეკომენდაციები ეფექტური პრეზენტაციის მომზადებისა და წარდგენისთვის... იმედია, დარჩენილ სამუშაოს ადვილად გავართმევთ თავს და წარმატებით დავასრულებთ საინტერესო ტრენინგს...                                                                                                                                                                                                                                                                                                        







среда, 6 апреля 2016 г.

რეფლექსია. დღე მეორე

ტრენინგის მეორე დღეს ვიმუშავეთ სასწავლო პროექტების დაგეგმვაზე. დავასაბუთეთ სტანდარტის გათვალისწინება პროექტის დაგეგმვისას, განვსაზღვრეთ მიმართულების მიმცემი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი საკვანძო კითხვები, განვიხილეთ პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა, ჩამოვტვირთეთ ბროშურის შაბლონი და ვისწავლეთ მასზე მუშაობა, ასევე ცარიელი ფურცლით ბროშურის შექმნა.